პროექტის სახელწოდება:
,,ხალხში გაბნეული მარგალიტები“
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ სოფლის უხუცესებისაგან
ძველი ხალხური სიმღერები, ხალხური სიმღერის და ხალხურ საკრავებზე შემსრულებლები. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ საქართველოს კუთხეების მუსიკის განსხვავება კილოს, ტემბრის და მელოდიის
მიხედვით. აგრეთვე ხალხური საკრავების გამოცნობა საქართველოს კუთხეების მიხედვით
მოსწავლეთა
ასაკი 12-14წ
პროექტის ხანგრძლივობა
1თვე
პროექტის მიმდინარეობა მოსწავლეები ჯგუფებად დაყოფის შემდეგ ინაწილებენ
უბნებს მაგნიტოფონის მეშვეობით ისმენენ და იწერენ მათ შესრულებულ მელოდიებს იღებენ
ფოტოებს აკეთებენ კლასის ჟურნალისთვის ჩანახატებს იღებენ ინტერვიუს თანასოფლელებისაგან
სკოლის მოსწსვლეებისაგან პროექტის სახელწოდებიდან გამომდინარე.
შემდეგ ჯგუფები
ერთიანდებიან და აცნობენ ერთმანეთს ჯგუფის მუშაობის შედეგებს. თვის
ბოლოს ხდება პროექტის პრეზენტაცია მოწვეულ სტუმრებთან
ერთად
მისაწევი შედეგი
მოიპოვებს მასალას უცნობი ხალხური სიმღერების
შესახებ
შეფასება :შესრულებული სამუშაოს მიხედვით
პროექტის ხელმძღვანელობა: თამარ ალიმბარაშვილი